ბავშვობის მოგონებები

თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ წლებს როდესაც ენგურის ხიდს გადავიდოდი სულ სხვანაირი ქარი დაჰბერავდა, სულ სხვანაირი სუნი ტრიალებდა, სულ სხვანაირი ატმოსფერო. ეს უზარმაზარი ლამაზი მთები დარაჯად რომ დგანან ცნობისმოყვარე თვალებით გიყურებენ, გათვალიერებენ და როცა შვილს იცნობენ თითქოსდა ეღიმებათ....სულ სხვა ფერებია იქ და სულ სხვა ხმებია...მახსენდება ჩემი ლამაზი სოფელი ბედია. საოცარი ბუნება, უზარმაზარი ხეები, რომლებიც ფარავენ სოფელს, მტერმა არ შეამჩნიოსო, ბედიის მონასტერი, რომელიც ტყემ მოიცვა და მალე ნანგრევებად იქცევა, მისი ფრესკები, რომელთაც ფერები დაჰკარგვიათ, გახუნებულან, წაშლილან და იქ მცხოვრები ქართველები...მახსენდება მძიმე სურათები სახურავის გარეშე დარჩენილი შენობები და სახლები, გადამწვარი და ჩამტვრეული ფანჯრები, ეზოები სადაც ახლა სარეველა ბალახები ხარობენ.სკოლა, რომლისგანაც ფუნდამენტის ნარჩენებია დარჩენილი და რომლის ეზოს კარი მუდამ ღიაა, გეგონებათ ახლა არ დაირეკოს ზარი და მოსწავლეს არ დააგვიანდესო... მახსენდება ეს ყოველივე და ჩემი ბავშვობა, ამ სურათებს რომ ვუყურებდი მიჩნდებოდა კითხვები რატომ დაწვეს სახლები? ახლა სად არის ის ადამიანი ვინც აქ ცხოვრობდა? მაგრამ პასუხს არავინ მცემდა ბავშვია არ ესმისო , მართალია არ მესმის დღესაც რატომ მოხდა ეს ყველაფერი , რისთვის იხოცებიან ადამიანიები? რატომ იბრძვიან იმ მიწისთვის რადაც თვითონვე იქცევიან ადრე თუ გვიან? აფხაზეთზე ფიქრისას ყოველთვის მახსენდება ჩემი ბავშვობა, ბებია და ბაბუა, ჩემთვის ორი უძვირფასესი ადამიანი. ეზო, სადაც მთელი დღის განმავლობაში დავრბოდი და საქანელა, რომელიც ბაბუამ დიდი სიყვარულით გამიკეთა, ჩემი სათამაშო კუთხე, სადაც კულინარიუ მოღვაწეობას ვეწეოდი და ტალახის მასისგან სხვადასხვა საჭმელს ვაკეთებდი... დიდ თვალება დათუნია,რომელიც ადრე დედაჩემს ეკუთვნოდა, ვაშლის ხე , სადაც ასვლა მიყვარდა და სიმღერა, რომელიც ბებომ მასწავლა, ბაბუას ტრაქტორი , რომლითაც ყოველ ზაფხულის საღამოს დავდიოდით მდინარეზე...საოცარი დრო , რომელსაც ვერ დვაიბრუნებ ....ძალიან მინდა ისევ ჩავიდე ჩემს სოფელში , სადაც კვლავ მელოდება ჩემი ბებია და ბაბუა....
Комментарии
Отправить комментарий