Сообщения

Сообщения за апрель, 2016

წითელი პარასკევი

Изображение
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე  დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მოხდება ტაძარში ერთხელ შემოტარება და მას ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.

ბავშვობის მოგონებები

Изображение
თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ წლებს როდესაც ენგურის ხიდს გადავიდოდი სულ სხვანაირი ქარი დაჰბერავდა, სულ სხვანაირი სუნი ტრიალებდა, სულ სხვანაირი ატმოსფერო. ეს უზარმაზარი ლამაზი მთები დარაჯად რომ დგანან ცნობისმოყვარე თვალებით გიყურებენ, გათვალიერებენ და როცა შვილს იცნობენ თითქოსდა ეღიმებათ....სულ სხვა ფერებია იქ და სულ სხვა ხმებია...მახსენდება ჩემი ლამაზი სოფელი ბედია. საოცარი ბუნება, უზარმაზარი ხეები, რომლებიც ფარავენ სოფელს, მტერმა არ შეამჩნიოსო, ბედიის მონასტერი, რომელიც ტყემ მოიცვა და მალე ნანგრევებად იქცევა, მისი ფრესკები, რომელთაც ფერები დაჰკარგვიათ, გახუნებულან, წაშლილან და იქ მცხოვრები ქართველები...მახსენდება მძიმე სურათები სახურავის გარეშე დარჩენილი შენობები და სახლები, გადამწვარი და ჩამტვრეული ფანჯრები, ეზოები სადაც ახლა სარეველა ბალახები ხარობენ.სკოლა, რომლისგანაც ფუნდამენტის ნარჩენებია დარჩენილი და რომლის ეზოს კარი მუდამ ღიაა, გეგონებათ ახლა არ დაირეკოს ზარი და

არსება სუსტი... გონება ძლიერი

Изображение
არსება სუსტი... გონება ძლიერი...თუმცა დამოკიდებული გულზე...სულის ძახილი, რომელიც შინაგანად გკარნახობს... ეძებ შიგნით ფიქრებთან ახლოს და არც იცი იპოვი თუ არა... მაგრამ მაინც ეძებ, რადგან არსებობს იმედი და წარმოდგენა. ამავდროულად იღვრება  ყოველ ფიქრებში ის სითბო, რისთვისაც  ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ღირს. გრძნობ გულის შინაგან ხმას, რომელსაც ხშირად გონება ებრძვის... არსებობს რაციო და ირაციო, იგივე გონება და გული...ორივე ჩემშია და ჩემია... ამბობენ სუსტისთვის არსებობს გულიო, ხოლო  ძლიერი კი ყოველთვის გონებას უსმენსო...

მე მარტო არასდროს არ ვარ :)

Изображение
საღამოს დავრბოდი  ჩემს მეგობრებთან ერთად, მათთან საუბარი მინდოდა ,მაგრამ გავჩუმდი. ცას ავხედე, უკვე ბნელოდა და ვარსკლავებიც ჩანდა , მათ ყურებაში ისე გავერთე, თითქოსდა გავერიყე აქაურობას და არ მესმოდა არავისი...სახლში ამოვედი თუ არა  ეგრევე აივანზე გავედი და ისევ განვაგრძე ცის ყურება ...მარტოობა ვიგრძენი , აი ის მარტოობა რომლიც ასე არ მიყვარს და ასე მეშინია... როცა მარტო ვრჩები ფიქრს ვიწყებ ათას რამეზე და ამ დროს მახსენდება ბევრი ისეთი რამეც, რაც გულს მტკენს და ტირილს მაიძულებს...ამ დროს საუბარი მინდა, მაგრამ ირგვლივ არავინ არ არის.

ფოტოგალერეა

Изображение

15 აპრილი ეს სიყვარულის დღეა გილოცავთ! :)

Изображение
 დღეს 15 აპრილია გაზაფხულის ცენტრი, უკვე წლებია რაც საქართველოში ეს დღე აღინიშნება , როგორც სიყვარულის დღე...მინდა ეს დღე მივულოცო თითოეულ ადამნიანს , ვის გულსაც ერთხელ მაინც უგვრძნია  ის სითბო , რომელიც საყვარელი ადამიანის დანახვისას ეუფლებათ და იმ ადამიანს, ვინც მომავალში  იგრძნობს ამ სიხარულს.მინდა გითხრათ  ყოველი დღე სიყვარულისაა...ერთმანეთს გაუფრთხილდით ადამიანებო...გიყვარდეთ და იყავით ბედნიერები.... გაიხარეთ იმით, რომ გყავთ ადამიანები ვინც თქვენზე ფიქრობს, ვინც გეტყვით ,,შენ ჩემი ცხოვრება ხარ" ... დააფასაეთ ერთმანეთი , სწორედ ეს ურთიერთპატივცემა ბადებს ჰარმონიას ურთიერთობაში...მკითხველო იმედია თავი არ მოგაბეზრე, მე მხოლოდ კეთილი სურვილები მამოძრავებს..მინდა ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი ...ასე დიდი დიდი უზარამაზარი სიხარული და სიყვარული  იყოს თქვენს გულში..

ერთი დღე

Изображение
ყოველი დღისგან მოელი რაღაც სიახლეს, რაღაც ისეთს , რომ შენს სამყაროს , შენს ყოველდღიურობას გააფერადებს ...მოდიხარ შემართებით დანიშნულ ადგილას, მაგრამ არაფერი, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც  გუშინ... მე ახლა სასწავლებელში ვარ. მოდიან სტუდენტები და ლექტორები ....მოდიან და მიდიან... ქაოსია, მაგრამ ეს ქაოსიც მშვენიერია, სწორედ ამ ქაოსში იგრძნობა სიცოცხლე და მომავალი...რა სხვანაირია , როდესაც ზევიდან უყურებ ამ ყველაფერს....მეორე კორპუსის მეოთხე სართულზე ვარ და ფანჯრიდან ვადევნებ თვალს....ვხედავ პირველ კორპუს თავისი ისტორიით ამაყს, გზას

წარმატებული კვირააა...........

Изображение
გამარჯობა მკითხველო! თუ ყავს საერთოდ ამ ბლოგს მკითხველი  :) ... დღეს ორშაბათია , კვირის პირველი დღე, მალე წასასვლელი ვარ უნივერსიტეტში...ჩემი დილა დაიწყო იმით რომ პატარა ბიძაშვილმა გამაღვიძა ,,მაშა და დათვი" ჩამირთეო , მეც შევუსრულე პატარას თხოვნა და მერე წავედი სარბენად...როცა დავრბივარ სამყარო ჩერდება თითქოსდა, ყველა ფიქრი გროვდება ერთ წერტილში, მაგრამ ჩიტების ეს სააამური გალობა რომ მესმის უბრალოდ მშვიდდები და ძალიან კარგ განწყობაზე ვდგები...დედა სამუშაოდ წასულია, ჩემი და სკოლაში ,პატარა კი ბაღშია...სახლში რომ არავინ მხვდება და მარტო

ნდობა

Изображение
ცხოვრებაში ბევრ ადამიანს შევხდები , ცუდსაც და კარგსაც...მაგრამ ძალიან რთულია , როდესაც ადამიანში ცდები . როდესაც ენდობი და აფასებ, ის კი არად გაგდებს.... მე ადამიანებს ადვილად ვეჩვევი და მათში კარგის დანახვას ვცდილობ , გაუჭიდება თუ შემეძლება დახმარებაზე უარს არასდროს ვეტყვი...საქმე ისაა, რომ მე როგი სულით და გულით ვარ ადამიანებთან ამას ვერ აფასებენ ....უბრალოდ თუ გავიღიმე სულელად ნუ ჩამათვლი , შეიძლება არფერი არ გითხრა , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერაფერს ვერ ვხვდები ....ღმერთმა ყველას კარგი ცხოვრება მისცეს ცუდსაც და კარგსაც, და მერე იმედია ის ცუდიც გაკეთილშობილდება...ამ პოსტს რისთვის ვწერ, ალბათ გაინტერესებს მკითხველო ან სულაც არ გაინტერესებს, გულახდილად გითხრა დარწმუნებული არ ვარ კითხვაზე პასუხი ვიცი თუ არა...უბრალოდ იმედგაცრუებამ იცის ასეთი რამ :)

მეგობრობა

Изображение
ყველაზე ჭირვეული ადამიანი , რომელსაც ყოველთვის რაღაც არ მოსწონს , და ყოველთვის ბუზღუნებს ყველაფერზე, ალბათ მკითხველო იფიქრებ არსებობს კი ასეთი ადამიანი? მე გეტყვი რომ არსებობს , ეს მე ვარ ,მუდამ პრეტენზიული :) , მაგრამ მე ჩემ მეგობრებს მაინც ვუყვარვარ, ისეთი როგორიც ვარ, ჩემი ნაკლოვანებებით  და ამისთვის მათ მე ვაფანატებ :) ....მეც ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო. თქვენ ალამაზებთ ჩემს ყოველ დღეს თქვენთვის მიხარია გარეთ გასვლა ...რომ გავდივარ და ვიცი თქვენ უნდა შეგხვდეთ ღიმილი მერევა, უცებ იმდენი სალაპარაკო თემა მახსენდება და როცა გნახავთ ყველა მავიწყდება სიხარულით.... მიყვარხართ , ძალიან ძალიან მიყვარხართ :*:*:

ფოტოგალერეა (მოწამეთა 07.04.2016)

Изображение

ხანდახან ასეც ვფიქრობ :)

Изображение
ხანდახან ხდება ისე, რომ გინდა იყვირო, რათა თავი დაგანებონ ...შენი სიჩუმით წასვლას თხოვ , მაგრამ არა, რატომღაც ჩვენ ადამიანებს გვჩვევია სხვის სულში ხელის ფათური და გულზე დაჭერა... ადამიანები ...ჰო ადამიანები...ჩვენ ვართ ადამიანები მაგრამ საერთო ენა არ გავაჩნია , სერთო ტკივილს ვერ ვგრძნობთ...გვიხარია ერთმანეთის უბედურება... გაქრა ჩვენში ჰუმანურობა , სიკეთე , ნდობა და სიყვარული...რატომ ასე? სად გაქრა ადამიანურობა? არა, არ გეგონოთ, თითქოს ხელი ჩავიქნიე და ადამიანთა მოძულე გავხდი ან რამე მსგავსი ვერ გაუგო საზოგადოებასო და გაირიყაო, ასე არ არის ....უფრო სწორად მართლა არ მესმის იმ

ჩუმი ფიქრები

წლები გადის და მას მიჰყვები იმედიც. ვაკვირდები და მრჩება შდაბეჭდილება,რომ აფხაზეთი  აღარც არსებობს ჩვენი ხალხის ქვეცნობიერში, დაიკარგა, დრომ შთანთქა, მაგრამ მე მახსოვს... ჩემთვის  ენგუსრ იქით ისევ ჩემი სამშობლოა. ახლა თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ ენგურს რომ გადავიდოდი სულ სხვანაირი ქარი დაჰბერავდა, სულ სხვანაირი სუნი ტრიალებდა, სულ სხვანაირი ატმოსფერო. ეს უზარმაზარი ლამაზი მთები დარაჯად რომ დგანან ცნობისმოყვარე თვალებით გიყურებენ , გათვალიერებენ  და როცა შვილს იცნობენ თითქოსდა ეღიმებათ... სულ სხვა ფერებია იქ და სულ სხვა

ფოტოგალერეა

Изображение

ფოტოგალერეა

Изображение

ფოტოგალერეა (ბაგრატის ტაძარი)

Изображение

ფოტოგალერეა

Изображение

ფოტოგალერეა

Изображение

.......................

Изображение

მან სიცოცხლე შეიყვარა სხვისთვის (3)

ასე ამ ფორმით აგრძელებს გოგონა მამასთან საუბარს და ცხოვრებას... დედა კი დარდობს  , რომ მისმა გოგონამ მთთელი ტკივილი გულში ჩაკეტა და სიცოცხლე შეიძულა...ის ყველაფერს აკეთებს რომ შვილი  გაახაროს , მასთან საუბარს ცდილობს, მაგრამ გოგონა არ უშვებს არავის ახლოს მის ტკივილთან. ვინ შეძლებს გოგონასთვის ცხოვრების ხალისის დაბრუნებას? ადამიანი , რომელიც ყოველ დილით მის გამოსვლას ელოდება აივანზე  და ყოველ დილით მიჰყვება  მას ნელი ნაბიჯებით, უხმოდ აცილებს კლასამდე. გოგონა კი მას ვერც ამჩნევს . ვინ არის ეს ადამიანი? რატომ იქცევა ასე ? ერთ დილით კი ბიჭი გოოგნაზე წინ წავიდა , ელოდა ჭიშკართან მის გამოჩენას და  აი ისიც გამოჩნდა... კარი გაუღო  და უთხრა : ,,დილა მშვიდობისა ნი!  შეგიძლია შეხვიდე" . გოგონა ფიქრობდა  ,, ხომ არ მომესმა". და შეხედა  ბიჭმა ისევ უთხრა  ,, ნი როგორ ხარ?" თან გაურიმა... საუბარს გადაჩვეული  გოგონა დაიბნა  და ხმა ამოუღებლად გაიქცა.  ასე ამგვარდა დაიწყო  ბიჭმა გოგონას ცხოვრებაში შეღწევა... ყოველ დილით ბიჭი კართან ...

მან სიცოცხლე შეიყვარა სხვისთვის ( 2)

ოჯახი ეს ერთი მთლიანობაა. თუნდაც ერთი წევრის დაკაგვის მერე ჩნდება შეუვსებელი სიცალიერის გრძნობა და ტკივილი... გოგონამაც დაკარგა მამა, რომელიც მისთვის იყო გმირი, მეგობარი, რომელთანაც უსასრულოდ შეეძლო საუბარი.... ვინ არის მამა? ფარი , რომელიც სანამ შენს გვერდითაა, სანამ ცოცხალია გიცავს ცხოვრების სირთულეებისგან და ყველა ტკივილს გაცილებს თავიდან, მაგრამ ის აღარ იყო...დარჩა 13 წლის გოგონა მეგობრის გარეშე, რის შემდეგაც ის გაერიყა ყველას და ჩაიკეტა თავის სამყაროში...რა უნდა ქნას გოგონამ ? ვინღა დაიცავს მას? მარტო დარჩენილმა როგორ გაუმკლავდეს ამ ტკივილს, მამის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს... მიატოვა საუბარი, ღიმილი და გრძნობების გამოხატვა...მეგობრებიც დაკარგა გოგონამ , ვერვინ გაუგო მის ტკივლის, ის ყველას თავს არიდებდა, გარდა ერთისა ... ის ერთი იყო ვინც არასდროს საუბრობდა, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით ისმენდა გოგონას საუბარს და ყოველ მის სიტყვას ინახავდა , ყოველ მის ტკივილს  და ცრემლს . ეს იყო პატარა დღიური,  რომელიც გოგონას ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დღე დღეს მისდევდა ... ასე გ...

მან სიცოცხლე შეიყვარა სხვისთვის

,,ცხოვრება მშვენიერია" კითხულობ ახლა ამ სიტყვებს და შეიძლება ირონიულად იღიმი ან მეთანხმები კიდევაც , ეს უკანასკნელი კი მთლად  უკეთესი .  როგორც არ უნდა იყოს  ვაღიაროთ ცხოვრება მარტივი არავისთვისაა , ის  ყველასათვის  მეტნაკლებად რთულია და მაინც ის მშვენიერია, იდუმალებით სავსე . ვის რა ბედნიერებას მოუვლენს  ან განსაცდელს გასავლელ გზაზე  არავინ იცის. ნამდვილი გამოცანაა . ზოგს უყვარს ის, ზოგს არა და ზოგმაც სხვისთვის შეიყვარა სიცოცხლე. შეიძლება ადამიანს ყველა ყავადეს , ამავდროულად არავინ... გოგონა , რომელიც ყოველ დილით რვა საათზე  დგება და  ყველაზე ადრე მიდის სკოლაში , რათა გზად არავის შეხვდეს , არავინ ნახოს და შეუმჩნეველი დარჩეს. მიდის ჩქარი ნაბიჯებით , ნელა აღებს ჭიშკარს  და თავდახრილი შედის სკოლის ეზოში , რათა არავის  ყურადღება არ  მიიქციოს.