მან სიცოცხლე შეიყვარა სხვისთვის (3)

ასე ამ ფორმით აგრძელებს გოგონა მამასთან საუბარს და ცხოვრებას... დედა კი დარდობს  , რომ მისმა გოგონამ მთთელი ტკივილი გულში ჩაკეტა და სიცოცხლე შეიძულა...ის ყველაფერს აკეთებს რომ შვილი  გაახაროს , მასთან საუბარს ცდილობს, მაგრამ გოგონა არ უშვებს არავის ახლოს მის ტკივილთან. ვინ შეძლებს გოგონასთვის ცხოვრების ხალისის დაბრუნებას?
ადამიანი , რომელიც ყოველ დილით მის გამოსვლას ელოდება აივანზე  და ყოველ დილით მიჰყვება  მას ნელი ნაბიჯებით, უხმოდ აცილებს კლასამდე. გოგონა კი მას ვერც ამჩნევს . ვინ არის ეს ადამიანი? რატომ იქცევა ასე ?
ერთ დილით კი ბიჭი გოოგნაზე წინ წავიდა , ელოდა ჭიშკართან მის გამოჩენას და  აი ისიც გამოჩნდა... კარი გაუღო  და უთხრა : ,,დილა მშვიდობისა ნი!  შეგიძლია შეხვიდე" .
გოგონა ფიქრობდა  ,, ხომ არ მომესმა". და შეხედა  ბიჭმა ისევ უთხრა  ,, ნი როგორ ხარ?" თან გაურიმა... საუბარს გადაჩვეული  გოგონა დაიბნა  და ხმა ამოუღებლად გაიქცა.  ასე ამგვარდა დაიწყო  ბიჭმა გოგონას ცხოვრებაში შეღწევა... ყოველ დილით ბიჭი კართან  ხვდებოდა  გოგონას , ის კი უხმოდ  აგრძელებდა გზას... ბიჭი აგრძელებდა ნი როგორ ხარ  ? რას შვები? პასუხი კი არ ისმოდა ,ბოლოს კი ეტყოდა ,,კარგ დღეს გისურვებ" . ბიჭი სულ ეკითხებოდა რატო არ მესალმები? რამე მაინც მითხარი! მაგრამ გოგონა  ხმას არ იღებდა... ყველას  უკვირდა რა მოსწონდა ბიჭს ამ გოგონაში ? რატომ არ ანებებედა თავს?
 მედალს ორი მხარე აქვას  ხომ გაგიგია მკითხველო , ასევე ამ ბიჭის გამოჩენასაც  თავისი დადებითი და უარყოფითი მოვლენები მოყჰვა  და რატომ ვამბობ ასე თანდათან გაგიგებთ.

ბიჭი მეტად დიდ ყურადღებას უთმობდა გოგონას და მასთან დაახლოებას ცდილობდა.
გოგონას კი ვერ აეხსნა ბიჭის საქციელი. ,,ჩემო მეგობარო, ჩემო დღიურო  არ მესმის  მისი. რისი დამტკიცება უნდა ? მე ის არ მიცნობს და ვერ გამოგია რატომ იქცევა ასე , რატომ ცდილობს ჩემთან დამეგობრებას? როგორ მოვიქცე მითხარი, ისევ ისე გავიქცე , თავი ავარიდო როცა მომესალმება?  იქნებ დაველაპარაკო . იცი თავს უცნაურად ვგრძნობ, როდესაც ის მეძახის როცა მისი ხმა მესმის, ამიტომ ვცდილობ მისგან თავი შორს დავიჭირო. იქნებ ვუთხრა აღარ მოიქცეს ასე".
მაგრამ გოგონას  შეუყვარდა ბიჭი რომელიც  მუდამ ღიმილს ჰგვრიდა.გოგონას ნელ-ნელა უბრუნდებოდა სიცოცხლის ხალისი.
,,ჩემო მეგობარო უკვე თავს კარგად ვგრძნობ მალე გაზაფხულიც მოვა... საოცარია ყოველი დილა შემიყვარდა და სკოლაში სიარულიც აღარ მეზარება, აღარ ვარიდებ თავს  ბავსვებსაც... მიყვარს კლასში მზის სხივები რომ იჭყიტება, მიყვარს ყვავილების სურნელი რომ შემოდის ფანჯრიდან და ზარი, რომელიც გაკვეთილების დასრულების მაუწყებელია, რადგან ვიცი რომ კარებთან მელოდება ის ვინც ჩემი სამყარო გააფერადა".

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

15 აპრილი ეს სიყვარულის დღეა გილოცავთ! :)

აღდგომა

დევიდ კოპერფილდი