ხანდახან ასეც ვფიქრობ :)
ხანდახან ხდება ისე, რომ გინდა იყვირო, რათა თავი დაგანებონ ...შენი სიჩუმით წასვლას თხოვ , მაგრამ არა, რატომღაც ჩვენ ადამიანებს გვჩვევია სხვის სულში ხელის ფათური და გულზე დაჭერა... ადამიანები ...ჰო ადამიანები...ჩვენ ვართ ადამიანები მაგრამ საერთო ენა არ გავაჩნია , სერთო ტკივილს ვერ ვგრძნობთ...გვიხარია ერთმანეთის უბედურება... გაქრა ჩვენში ჰუმანურობა , სიკეთე , ნდობა და სიყვარული...რატომ ასე? სად გაქრა ადამიანურობა?არა, არ გეგონოთ, თითქოს ხელი ჩავიქნიე და ადამიანთა მოძულე გავხდი ან რამე მსგავსი ვერ გაუგო საზოგადოებასო და გაირიყაო, ასე არ არის ....უფრო სწორად მართლა არ მესმის იმ
საზოგადოების ნაწილის ვინც შუღლით ცხოვრობს და სხვისი ბედნიერბა ტანჯავს , რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ასეთი ადამიანები მომრავლდნენ ჩვენში, და მათგან შორს რომ ვიყო ნამდვილად მირჩევნია...ხანდახან ერთადერთ შვებას ვპოულობ ლიტერატურაში , სადაც სამყარო უფრო ლამაზია და სადაც სიკეთე იმარჯვებს, სადაც ადამიანს გააჩნია სულიერი ღირსებები და ფასეულობები , სადაც სიყვარულიც ნამდვილია და არა ფარსი , სადაც ცხოვრება სავსეა საინტერესო თავგადასავლებით და არა ბანკის ვალებით... ზოგჯერ მიფიქრია მეც ვიყო ნეტავ რომელიმე წიგნის, რომანის ან მოთხრობის ნაწილი ....ალბათ ამის მკითხველი იტყვის, ამ წერილის ავტორი მთლად არაა კარაგდო :) შეიძლება ძვირფასო მკითხველო ,ეს ცხოვრება ვის აცლის კარგად ყოფნას ....
Комментарии
Отправить комментарий