მე მარტო არასდროს არ ვარ :)

ვტირი და მერე ვმშვიდდები, ყველა ფიქრი ლაგდება... წარსულასაც თავისი ადგილი აქვს, როგორ მტკივნეულ მომენტებსაც არ უნდა შეიცავდეს და ვიწყებ ფიქრს, რომ მარტო სულაც არ ვარ, ცაზე მთვარეა და ბევრი , ბევრი ვარსკლავი, რომლებიც მიყურებენ, სახლში კი დედაჩემის ხმა მესმის ,, შემოდი არ გაცივდე" და მეღიმება, მიხარია მისი ხმის გაგონება ...ვდგები და შევდივარ სახლში ფიქრით ხვალ ორშაბათია, მზე ამოვა, ჩიტების საამური ჭიკჭიკი გამაღვიძებს და მეც მიველსალმები ნათელ , კაშკაშა ვარსკლავს , რომელიც თავის სხივებით შემომეხვევა და მეტყვის ,,დილა მშვიდობისა"...გავალ გაერთ , შევხვდები უამრავ ადამიანს , ხან ერთს მივესალმები, ხან მეორეს, ხან მესამეს, გავუღიმებ მათ და მივხვდები მე მარტო არასდროს არ ვარ, ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანია , რომლებთან ურთიერთობა ბედნიერებას მანიჭებს.ასე რომ ჩემო მკითხველო გახსოვდეს შენც არ ხარ მარტო , უამრავი ადამიანია ვისაც უყვარხარ და ვისაც გაუხარდება შენი ბედნიერება... :):):)
Комментарии
Отправить комментарий