წარმატებული კვირააა...........

გამარჯობა მკითხველო! თუ ყავს საერთოდ ამ ბლოგს მკითხველი  :) ... დღეს ორშაბათია , კვირის პირველი დღე, მალე წასასვლელი ვარ უნივერსიტეტში...ჩემი დილა დაიწყო იმით რომ პატარა ბიძაშვილმა გამაღვიძა ,,მაშა და დათვი" ჩამირთეო , მეც შევუსრულე პატარას თხოვნა და მერე წავედი სარბენად...როცა დავრბივარ სამყარო ჩერდება თითქოსდა, ყველა ფიქრი გროვდება ერთ წერტილში, მაგრამ ჩიტების ეს სააამური გალობა რომ მესმის უბრალოდ მშვიდდები და ძალიან კარგ განწყობაზე ვდგები...დედა სამუშაოდ წასულია, ჩემი და სკოლაში ,პატარა კი ბაღშია...სახლში რომ არავინ მხვდება და მარტო
ვრჩები ეს ძალიან არ მომწონს ...ახლა ერთი სული მაქ როდის წავალ და შევხდები ჩემს მეგობრებს , რომლებიც ყველა პრობლემას მავიწყებენ ...მიხარია რომ ისინი არსებობენ და ჩემი მეგობრები ჰქვიათ...მოკლედ კვირის პირველი დღეა  და მინდა რომ  ყველა ადამიანისთვის ეს კვირა და სხვა მომდევნოებიც წარამტებული ყოფილიყოს ,ბედნიერებით სავსე ...

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

15 აპრილი ეს სიყვარულის დღეა გილოცავთ! :)

აღდგომა

დევიდ კოპერფილდი