Сообщения

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს ნაწარმოების მიმოხილვის დაწერა

არსებობს ისეთი მხატვრული ლიტერატურა, რომელსაც ბავშვები სიამოვნებით კითხულობენ. მასწავლებლებიც ხშირად ვავალებთ მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობას, ძირითადად  არდადეგების დროს. მაგრამ  თუ კლასგარეშე აქტივობას სასწავლო პროცესის ნამდვილ შემადგენელ ნაწილად გადავაქცევთ, მოსწავლის ინტელექტუალური ზრდაც უფრო ეფექტურად წარიმართება.   ამ მიზნით მთელ  კლასს  შევთავაზოთ გარკვეული ტიპის ლიტერატურის  წაკითხვა (ისევე როგორც სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების, ვიდეოფილმების და ა. შ. ნახვა),    შემდეგ კი წაკითხულის (და ნანახის) შესახებ მიმოხილვის (გამოხმაურების, შეფასების) დაწერა. ასეთი შეფასება დასაბუთებას მოითხოვს: მოსწავლემ უნდა ახსნას, როგორი გრძნობები გამოიწვია მასში  ნაწარმოებმა, რა მოეწონა, რა  დაიწუნა,   რა დაამახსოვრდა  ყველაზე  მეტად,  რომელი მოქმედი პირი, რომელი სიტუაცია და რატომ? მან ყურადღება უნდა მიაქციოს ენასაც –  გამოხმაურება შესაფერისი ლექსიკით  და გასაგები ენით უნდა  ...

ფანების სიყვარული ყველას არ ესმის

Изображение

დევიდ კოპერფილდი

Изображение
დევიდ კოპერფილდი ობოლი დაიბადა — მამამისის სიკვდილიდან ნახევარი წლის შემდეგ. ისე მოხდა, რომ მის დაბადებას დაესწრო მამამისის მამიდა, მის ბეტსი ტროტვუდი; ამ ქალბატონის ქორწინება ისე წარუმატებელი ყოფილა, რომ იგი მამაკაცთა მოძულე გამხდარა, ქალიშვილობის გვარი დაუბრუნებია და პროვინციაში დასახლებულა. ქორწინებამდე მას ძალიან უყვარდა ძმისშვილი, მაგრამ მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შემდეგ შეურიგდა მის არჩევანს და გაეცნო მის ქვრივს. მის ბეტსიმ სურვილი გამოთქვა მოენათლა ახალშობილი გოგონა (მას უნდოდა, რომ სწორედ გოგონა დაბადებულიყო), ითხოვა მისთვის ბეტსი ტროტვუდ კოპერფილდი დაერქვათ, აპირებდა „სათანადოდ აღეზარდა იგი“ და დაეცვა ყველა შესაძლებელი შეცდომისგან. როდესაც გაიგო, რომ ბიჭი დაიბადა, ისე გაუცრუვდა გული, რომ გამოუმშვიდობებლად სამუდამოდ დატოვა ძმისშვილის სახლი.  ბავშვობაში დევიდი გარშემორტყმული იყო დედისა და ძიძა პეგოტის ზრუნვითა და სიყვარულით; მაგრამ დედა მეორედ გათხოვდა. თაფლობის თვეში დევიდი და ძიძა გაამგზავრეს იარმაუთში სტუმრად პეგოტის ძმასთან. ასე ხვდება პირველად სტუმართმ...

როგორი წარმომიდგენია საქართველო 25 წლის შემდეგ

Изображение
  როგორი წარმომიდგენია საქართველო 25 წლის შემდეგ თუ როგორი მინდა იყოს? დავიწყებ იმით თუ რას ვფიქრობ მე საქართველოზე .   სამყაროს შექმნის დროს ღმერთმა ყველაზე მშვენიერი:თვალის მომჭრელი ცის ფერი, კრისტალივით სუფთა ჰაერი, ციცაბოდ დაშვებული მთის კალთები, ზღვის უძირო ყურეები და მარადმწვანე მცენარეები,  ეს განძი გულზე მიიკრა და თავის სამფლობელოსკენ გაეშურა. გზად იგი კავკასინოს მთებზე წაბორძიკდა და მთელი სიმდიდრე დაებნა, ამ ადგილას წარმოიშვა საქართველო, ჩვენი სამშობლო , ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩენი წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენი აწმყო ახლა ასეთია საქართველო დანაწევრებულია, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. მე თვითონ ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიიდან ვარ აფხაზეთიდან. რამდენი რამე მსმენია მასზე. ნანახი

ცხოვრება გრძელდება მათვის ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია

დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი დღეა  , ყველას გვყავს საყვარელი  ადამიანი რომელმაც დაგვტოვა და მეც მყავს მამა, რომელიც  გარდაიცვალა ცხრა წლის წინ, მე ამ ტკივილს ისევ ისე მწარედ განვიცდი , როდესაც გავიგე ეს საშინელი ამბავი...დრო გადის მაგრამ ტკივილი რჩება, ის არ მიდის უბრალოდ ეჩვევი ...არ ვიცი მხედავს თუ არა ახლა მამაჩემი, ჩემს გვერდით არის თუ არა , მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მე ის მიყვარს და უზომოდ მენატრება....მამა შენ ცუდად მოიქეცი , რომ დაგვტოვე მე, დედიკო და ჩემი პატარა დაიკო. ჩვენ ისე ძალიან გვჭირდები , დედიკოს ისე უჭირს უშენოდ ყველაფრის გამკლავება . ღმერთო როგორ მინდა აქ იყო და ჩაგეხუტო და შენს მხრებზე ვიტირო , გესაუბრო ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს გეგმებზე როგორც მაშინ, შენს გარეშე ისეთი  ცარიელია ჩვენი სახლი...მამა მენატრები უზომოდ და მიყვარხარ....      ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა , მაგრამ ცხოვრება გრძელდება მათვის ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია.

აღდგომა

Изображение
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აქღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!  ჩემო მკითხველო გილოცვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს...აღდგომა  ეს არის საყოველთაო განახლების, სიცოცხლის გამარჯვების, იმედის, რწმენისა და დიდი სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისათვის.... იხარეთ და იბედნიერეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად , ამ დღის მადლი შეგეწიოთ...უფალი გფარავდეთ...

წითელი პარასკევი

Изображение
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე  დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მოხდება ტაძარში ერთხელ შემოტარება და მას ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.