ცხოვრება გრძელდება მათვის ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია

დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი დღეა  , ყველას გვყავს საყვარელი  ადამიანი რომელმაც დაგვტოვა და მეც მყავს მამა, რომელიც  გარდაიცვალა ცხრა წლის წინ, მე ამ ტკივილს ისევ ისე მწარედ განვიცდი , როდესაც გავიგე ეს საშინელი ამბავი...დრო გადის მაგრამ ტკივილი რჩება, ის არ მიდის უბრალოდ ეჩვევი ...არ ვიცი მხედავს თუ არა ახლა მამაჩემი, ჩემს გვერდით არის თუ არა , მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მე ის მიყვარს და უზომოდ მენატრება....მამა შენ ცუდად მოიქეცი , რომ დაგვტოვე მე, დედიკო და ჩემი პატარა დაიკო. ჩვენ ისე ძალიან გვჭირდები , დედიკოს ისე უჭირს უშენოდ ყველაფრის გამკლავება . ღმერთო როგორ მინდა აქ იყო და ჩაგეხუტო და შენს მხრებზე ვიტირო , გესაუბრო ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს გეგმებზე როგორც მაშინ, შენს გარეშე ისეთი  ცარიელია ჩვენი სახლი...მამა მენატრები უზომოდ და მიყვარხარ....
     ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა , მაგრამ ცხოვრება გრძელდება მათვის ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

15 აპრილი ეს სიყვარულის დღეა გილოცავთ! :)

აღდგომა

დევიდ კოპერფილდი