როგორი წარმომიდგენია საქართველო 25 წლის შემდეგ
როგორი წარმომიდგენია საქართველო 25 წლის შემდეგ თუ როგორი მინდა იყოს? დავიწყებ იმით თუ რას ვფიქრობ მე საქართველოზე .
სამყაროს შექმნის
დროს ღმერთმა ყველაზე მშვენიერი:თვალის მომჭრელი ცის ფერი, კრისტალივით სუფთა ჰაერი, ციცაბოდ დაშვებული მთის კალთები, ზღვის უძირო ყურეები და მარადმწვანე მცენარეები, ეს განძი გულზე მიიკრა და თავის სამფლობელოსკენ გაეშურა. გზად იგი კავკასინოს მთებზე წაბორძიკდა და მთელი სიმდიდრე დაებნა, ამ ადგილას წარმოიშვა საქართველო, ჩვენი სამშობლო , ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩენი წარსული, აწმყო და მომავალი.
ჩვენი აწმყო ახლა ასეთია საქართველო დანაწევრებულია, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. მე თვითონ ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიიდან ვარ აფხაზეთიდან. რამდენი რამე მსმენია მასზე. ნანახი
არ მაქვს მაგრამ მისი სიყვარული გულში მაქვს გამჯდარი და მშურს კიდევაც , იმ ადამიანების ვინც ერთხელ მაინც არიან ნამყოფნი.დედაჩემი დეტალურად აღმიწერს ხოლმე იქურ ჰაერს, მის სურნელს , გემოს, ხეებს, მთებს, ჩვენს სოფელს ბედიას და მის მონასტერს , თავის ფრესკებით, ჩვენს ეზოს , სახლს.
ჩვენს ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემებიც არის გარდა ტერიტორიული მთლიანობისა მაგალითად სოციალურად დაუცველ ოჯახთა რიცხვი დიდია , მათ დახმარება სჭირდებათ. სახელმწიფოს შემოაქვს ახალი შეფასების მეთოდოლოგია სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებისთვის და გარკვეულწილად ეხმარება კიდევაც , მაგრამ ეს საკმარისი არ არის . სიღარიბის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს, ამისთვის კი საჭიროა გადავიდეთ ევროპიული ეკონომიკის მოდელზე.
კიდევ მინდა გავუსვა ერთ საკითხს ხაზი ჩვენში ხშირად გაიძახიან ევროინტენგრაციაზე და ეს ცუდი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპა არ არის ერთფეროვანი.განსხვავებულია მასში შემავალი ქვეყნების ტრადიციები, ღირებულებები და მსოფლმხედველობა.ჩვენი ქვეყნის ტრადიციებიც და ღირებულებებიც განსხვავებულია და ზოგჯერ ხდება ისე რომ ჩვენთვის მიუღებელ საკითხებს გვახვევენ თავს, როგორც ევროინტეგრაციის აუცილებელ პირობას.ჩვენი ამოცანაა გავხდეთ ქართველი-ევროპელი და არა რაღაც აბსტრაქტული , ეროვნებიის გარეშე სუბიექტი.. ქართველი - ევროპელი ნიშნავს ევროპელს საქართველოდან ანუ ევროპელი უნდა გავხდეთ საკუთარი სამშობლოთი. სამშობლო კი როგორც მოგეხსენებათ და იმედია მოგეხსენებათ ეს არ არის მხოლოდ ტერიტორია, ეს ღირებულებათა ერთიანობაცაა, სწორედ ამ ღირებულებათა დაცვისთვის გვჭირდება ჩვენი ევროპელი თანამოძმეები და მათ თუ დავთმობთ რაღა უნდა დავიცვათ? ჩვენი ღირებულებები უნდა დავუახლოვოთ ევრობულ ღირებულებებს , მაგრამ ისე რომ ჩვენი მაქსიმალურად დავიცვათ.
25წლის მერე, მე 40 წლის ვიქნები და ვიცხოვრებ გაერთიანებულ საქართველოში , ჩავალ ჩემს სოფელში ვნახავ ჩემს სახლს და ჩემს ეზოს ყვავილებით მოვრთავ. 25 წლის მერე ჩემი მეგობრები აღარ იქნებიან სოციალურად დაუცველები და ჩენი სახელმწიფო ეკონომიკა იქნება მყარი, ჩვენი სამხედრო კი მუდამ მზადყოფნაში იქნება სამშობლოს დასაცავად.და ჩვენ ვიქნებით ევროპელები საქართველოდან, რომლებმაც შეძლეს თავიანთი ტრეადიციების ,ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება ვინაიდან როგორც ილია II თქვა ,,საქართველო ურღვევია როგორც ღვთის კვართი".
ელმირა ჯინჯოლია

Комментарии
Отправить комментарий