ერთი დღე
ყოველი დღისგან მოელი რაღაც სიახლეს, რაღაც ისეთს , რომ შენს სამყაროს , შენს ყოველდღიურობას გააფერადებს ...მოდიხარ შემართებით დანიშნულ ადგილას, მაგრამ არაფერი, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც გუშინ... მე ახლა სასწავლებელში ვარ. მოდიან სტუდენტები და ლექტორები ....მოდიან და მიდიან... ქაოსია, მაგრამ ეს ქაოსიც მშვენიერია, სწორედ ამ ქაოსში იგრძნობა სიცოცხლე და მომავალი...რა სხვანაირია , როდესაც ზევიდან უყურებ ამ ყველაფერს....მეორე კორპუსის მეოთხე სართულზე ვარ და ფანჯრიდან ვადევნებ თვალს....ვხედავ პირველ კორპუს თავისი ისტორიით ამაყს, გზას
,სადაც აკაკი გადიოდა და დღეს ჩვენ მის ნაკვალევზე დავდივართ.... ვხედავ გარემო როგორ შეიცვალა... ბუნებას ხეებისთვის მწვანე კაბა ჩაუცვამს, ყვავილებისთვის წითელ- ყვითელი...ვხედავ ბიჭს კეპით , მოუსვენარია ...ნეტავ რა აღელვებს მის გულს...აი გოგონაც გარბის , ალბათ ლექციაზე აგვიანდება... მომღიმარი და ჩაფიქრებულები სახეები , რაღაცის მოლოდინში... ჭიშკრის გაღების ყოველ ხმაზე ახალი სახე ემატება... გვერდით რაღაც ჟრიამულის ხმა გაისმის ....ოჰ , მწვანე მინდორი გაიშალა, ეს სკამები მზის ფერებში პოზიტივს ასხივებს, აი ბურთიც გაგორდა კარში და ქუთაისური ,, მაცადე ბიჯოც " გაისმა... მაინც ლამაზია აქაურობა და სიცოცხლით სავსე, რაც არ უნდა ერთფეროვნად მოგეჩვენოს . ყოველი დღე იცვლება ხანდახან უმნიშვნელოდ და ვერ ვამჩნევთ ....ცხოვრება არ არის ერთფეროვანი უბრალოდ შენ შეხედე განსხვავებულად , პოზიტიურად და ყოველ დღეში იპოვე
სიახლეს და გზას წარმატებისკენ...

Комментарии
Отправить комментарий