არსება სუსტი... გონება ძლიერი
არსება სუსტი... გონება ძლიერი...თუმცა დამოკიდებული გულზე...სულის ძახილი, რომელიც შინაგანად გკარნახობს... ეძებ შიგნით ფიქრებთან ახლოს და არც იცი იპოვი თუ არა... მაგრამ მაინც ეძებ, რადგან არსებობს იმედი და წარმოდგენა.ამავდროულად იღვრება ყოველ ფიქრებში ის სითბო, რისთვისაც ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ღირს. გრძნობ გულის შინაგან ხმას, რომელსაც ხშირად გონება ებრძვის...
არსებობს რაციო და ირაციო, იგივე გონება და გული...ორივე ჩემშია და ჩემია...
ამბობენ სუსტისთვის არსებობს გულიო, ხოლო ძლიერი კი ყოველთვის გონებას უსმენსო...
ყველასთვის ასე როდია, ადამიანი ხომ ამოუცნობი ფენომენია... ზოგჯერ ფიქრობს ერთს, აკეთებს მეორეს ... ხშირად კი აკეთებს სხვა საქმეს და ფიქრობს კიდევ უფრო სხვა საქმეზე...
ბოლოს ემსგავსებიან ლაბირინთს , რომელშიც გზის გაკვლევა ძნელია ... ზოგჯერ შეუძლებელიც კი.
ადამიანი... და ლაბირინთი... აზრები და იდეები... სიმართლე და სიცრუე... გრძნობები და ემოციები... ბუნება, რომელიც შენშია... იმ ძვირფას არძრავს შენში, რაც ყოველთვის თან გსდევს ... მხოლოდ სენშია... გაუზიარო სხვას? ეგ უკვე ძნელია და ზოგჯერ მგონია, რომ არც ღირს... ან არ გინდა, რომ არსებობდეს ის სხვა... გრძნობა , ეს ისეთი შენი სულის ნაწილია, ისე ვერავინ გაუგებს და დააფასებს, როგორც შენ ... და უცებ ჩნდება ფიქრი... ფიქრი? რომელიც არ არსებობს უმიზეზოდ...მიზეზი კი მხოლოდ მიმართულია იმისკენ რაც უნდა გააკეთო ... აი რას გააკეთებ დამოკიდებულია შენზე შენს შინაგან სამყაროზე... ზოგჯერ შინაგანი სამყარო სამწუხაროდ სუსტია... არ არის დაკავშირებული იმ ძლიერ გონებასთან, რომელსაც ქალის სამყარო და ამავდროულად სუსტი წერტილი ჰქვია.
PS. რატომ და რისთვის დავწერე მე თვითონაც არ ვიცი....თუმცა უმიზეზოდ არაფერი ხდება.
ბაია
Комментарии
Отправить комментарий