ჩუმი ფიქრები
წლები გადის და მას მიჰყვები იმედიც. ვაკვირდები და მრჩება შდაბეჭდილება,რომ აფხაზეთი აღარც არსებობს ჩვენი ხალხის ქვეცნობიერში, დაიკარგა, დრომ შთანთქა, მაგრამ მე მახსოვს... ჩემთვის ენგუსრ იქით ისევ ჩემი სამშობლოა.
ახლა თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ ენგურს რომ გადავიდოდი სულ სხვანაირი ქარი დაჰბერავდა, სულ სხვანაირი სუნი ტრიალებდა, სულ სხვანაირი ატმოსფერო. ეს უზარმაზარი ლამაზი მთები დარაჯად რომ დგანან ცნობისმოყვარე თვალებით გიყურებენ , გათვალიერებენ და როცა შვილს იცნობენ თითქოსდა ეღიმებათ... სულ სხვა ფერებია იქ და სულ სხვა
ხმებია....მახსენდება ჩემი ლამაზი სოფელი . საოცარი ბუნება. უზარმაზარი ხეები, რომლებიც ფარავენ სოფელს თითქოსდა მტერმა არ შეამჩნიოსო... ბედიის მონასტერი, რომელიც ტყემ მოიცვა და მალე ნანგრევებად იქცევა, მისი ფრესკები, რომელთაც ფერები დაჰკარგვიათ, გახუნებულან, წაშლილან დაიქ მცხოვრები ქართველები....ძნელი სანახავია, ძნელი გასახსენებელია... მახსენდება მძიმე სურათები სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები და შენობები, გადამწვარი და ჩამტვრეული ფანჯრები, ეზოები სადაც ახლა სარეველა ბალახები ხარობენ. სკოლა, რომლისაგანაც მხოლოდ ფუნდამენტის ნარჩენებია დარჩენილი და რომლის ეზოს კარი მუდამ ღიაა, გეგონებათ ახლა არ დაირეკოს ზარი და მოსწავლეს არ დააგვიანდესო....
რაღა დარჩა ან ვინღა დარჩა? გაქრა აფხაზეთი, გაქრა ბედია.მძიმეა სუნთქვა..
იმედი? მეცინება თან ძალუნებურად ცრემლები მომდის.მიდი და უთხარი ცრემლებს შეჩერდიო! უფრო სწრაფად დაიწყებენ სვლას . სდაა იმედი? ის ყუთში ჩაიკეტა, აი სწორედ იმ აკრძლაურ პანდორას ყუთში, სწორედ მანდ ჩაიკეტა და ვღარ გამოდის.ამდენი წლის მერე დაბრუნების იმედით ცხოვრება რთულია.არ აქ მნიშვნელობა დავბრუნდებით თუ არა , გავმთლიანდებით თუ არა ენგურს მიღმა მუნდამ ჩემი სამშობლო იქნება , სადაც მთელი ჩემი ბავშვობაა.
Комментарии
Отправить комментарий